გიორგი სააკაძე - 16 May 2008 - giga's site

Giga's site

News topics
Main page [0]
Video [122]
Program [101]
Georgian films [57]
Our poll
Rate my site
Total of answers: 149
Main » 2008 » May » 16 » გიორგი სააკაძე
გიორგი სააკაძე
11:27 PM
გიორგი სააკაძე
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: ანა ანტონოვსკაი
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
ხმის ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, დავით ლომიძე
მხატვრები: მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
მონტაჟორი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), მ. შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), ა. ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გ. როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივან პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმ. სუხატაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი)

გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის "დიდი მოურავის" მიხედვით.

ეს არის მონუმენტური, ისტორიული ტილო XVII ს-ის საქართველოს ყოფისა და ისტორიულ პირთა ურთიერთობათა შესახებ. თურქეთისა და ირანის სათარეშო ასპარეზად ქცეულ ქვეყანას მხსნელად გიორგი სააკაძე ევლინება.დიდგვაროვან თავადთა ხრიკები იძულებულს ხდიან მას დასტოვოს სამშობლო და მტრის ბუნაგს შეაფაროს თავი. შაჰ-აბასის კარზე აღზევებული სააკაძე გულით ფარულად სამშობლოს განთავისუფლების იდეას დაატარებს. იგი სამშობლოსაკენ მოუძღვის სპარსთა ჯარს, მაგრამ შაჰ-აბასი განზრახვას მიუხვდება. აწიოკებული და ტყვედ გარეკილი ქართველობა წყევლა-კრულვას უგზავნის სარდალს. მარტყოფის ველზე მტრის განადგურებით დიდი მოურავი ავტორიტეტს კვლავ აღიდგენს ... ფილმის სიუჟეტში ერთმანეთს ერწყმის საქვეყნო დარდი და სააკაძის პირადი ცხოვრების ტრაგიზმი.
დამატებულია მეორე სერია


 


 

Category: Georgian films | Views: 1391 | Added by: sau | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Login form
News calendar
«  May 2008  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Search
Site friends